logo
ENG



ქართველი ემიგრანტები უმძიმეს მდგომარეობაში არიან

02 აპრ 202017:28
3 წუთის საკითხავი
 

საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტები არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ და საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ მიმართავენ, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს მათი ჩამოყვანა საქართველოში. 

გერმანიაში მყოფ ქართველებს პრობლემა აქვთ სპეცრეისთან დაკავშირებით, რადგან ბილეთების ყიდვას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. მათივე თქმით, კომუნიკაციას ვერ ამყარებენ ვერც კომპანიასთან და ვერც საქართველოს მთავრობასთან. 

"გვითხრეს, რომ ბილეთები გაიყიდებოდა საქართველოს დროით 3 საათზე. კომპანიამ გვითხრა, რომ არანირი ბილეთები არ იყო გაყიდვაში. მთავრობამ კი ვერ ვუკავშირდებით კომპანიასო",-აცხადებს იზაბელ ცეცხლაძე.

ემიგრანტების ნაწილი საცხოვრებელის გარეშეა დარჩენილი და მათ უჭირთ საკვების მოძიებაც.  

"გუშინ ერთმა ქართველმა მომწერა, გვიშველეთო, რადგან ქუჩაშია დარჩენილი. მივწერე საელჩოს და აღმოჩნდა, ამის შესახებ იფნორმაცია არ ჰქონდა. შემდეგ კი მითხრეს, რომ იქით შემეტყობინებინა ამ ქალის ადგილმდებარეობა, ანუ არც მოიძიეს",-აცხადებს ნათითო გიორგაძე.

ცნობილია ისიც, რომ გერმანიის საკარანტინო ზონაში ერთ-ერთმა ქართველმა ემიგრანტმა თვითმკვლელობა სცადა. 

საქართველოს მოქალაქეები ამ წუთებში იკრიბებიან პოლონეთშიც. მათი თქმით, ამ მდგომარეობაში ვერც სამსახურებს იპოვიან.


close დახურვა