logo
ENG



ქართული ოცნება პრემიერმინისტრობის კანდიდატს, სავარაუდოდ, ხვალ დაასახელებს

18 თებ 202111:48
3 წუთის საკითხავი
 
ქართული ოცნება პრემიერმინისტრობის კანდიდატს, სავარაუდოდ, ხვალ დაასახელებს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პრემიერმინისტრობის კანდიდატს, სავარაუდოდ, ხვალ დაასახელებენ.

"სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერმინისტრობის კანდიდატი", - თქვა კობახიძემ ბრიფინგზე.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დღეს, 18 თებერვალს დატოვა. მისი თქმით, კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელი. გახარია ამბობს, რომ ამ საკითხში გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და სწორედ ამიტომ ტოვებს პოსტს.

ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით გუშინ, 17 თებერვალს შეუცვალა. მელია მხარდამჭერებთან და ოპოზიციის ლიდერებთან ერთად პარტიის ოფისში იმყოფებოდა, სადაც ღამე გაათენა. დღეს დილით ოფისში მელიასთვის განჩინების ჩაბარებისა და მისი დაკავების მიზნით პოლიცია მივიდა, თუმცა ისინი შენობაში არ შეუშვეს. 


close დახურვა