logo
ENG



ქართული ოცნება ხვალ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს

19 ივლ 202122:41
3 წუთის საკითხავი
 
ქართული ოცნება ხვალ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს

მმართველი პარტია ქართული ოცნება ხვალ, 20 ივლისს თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედ მერს, კახა კალაძეს წარადგენს. ღონისძიება მთაწმინდის პარკში, 20 საათზე გაიმართება. ინტერნეტში გავრცელდა სტუმრის მოსაწვევი, თავად პარტიას კი მედია ჯერ არ მიუწვევია.

ფორმულას პრესსამსახურში უთხრეს, რომ ღონისძიებაზე მედიაც იქნება გათვალისწინებული და ამაზე მათ ხვალ შეატყობინებენ.

მოგვიანებით, ქართული ოცნების ფეისბუქგვერდზეც გავრცელდა ბანერი, სადაც მოქმედი მერის, კახა კალაძის სილუეტია გამოსახული წარწერით: "20 ივლისს, 20 საათზე, ქართული ოცნება მერობის კანდიდატს წარადგენს". 

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

 
 
 

close დახურვა