logo
ENG



ქართული ოცნებიდან წასულებმა პირველად შექმნეს საპარლამენტო ფრაქცია

28 ნოე 201919:59
3 წუთის საკითხავი
 
2hypn9taeg6l8kk.jpg

"ოცნებიდან" გასული დეპუტატები ახალ საპარლამენტო ფრაქციას ქმნიან. მარიამ ჯაშის თავმჯდომარეობით მუშაობას ერთ გუნდად ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე იწყებენ. დეპუტატები, რომლებიც გიორგი კვირიკაშვილის თანამოაზრეებად მიიჩნევიან, ახლა ამბობენ, რომ არცერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგით არ იხელმძღვანელებენ.

"ქართული ოცნებიდან" წასული მარიამ ჯაშის თქმით, მთავარი დამოუკიდებლობაა. ამიტომ აირჩია ისინი, ვინც "ქართული ოცნების" რიგები დიდი ხანია დატოვა.  კითხვაზე რატომ არ მოიაზრა საკუთარი თავი ჩუგოშვილის გუნდში, ამბობს რომ  შემოთავაზება ერთჯერადი იყო.  

ყოფილი პრემიერის მეგობარი დეპუტატი ლევან კობერიძე კი ამბობს, რომ ფრაქციის შექმნა მის მომავალ პოლიტიკურ საქმიანობას და კვირიკაშვილის სახელს არ უკავშირდება. დეპუტატები ირწმუნებიან,რომ  არც ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგით არ იხელმძღვანელებენ.  

"ქართული ოცნებიდან" წასულების ახალი გაერთიანება დღეს დარჩენილებმა შეაფასეს. ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის იმედი აქვს რომ ყოფილი თანამებრძოლები კონსტრუქციულები იქნებიან . 

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი ფრაქცია, რომელიც "ქართული ოცნებიდან" წასულებმა შექმნეს. ვინ შეუერთდება მათ რიგებს ჯერჯერობით უცნობია. საკანონმდებლო ორგანოში კი გადალაგებები დაწყებულია. ჩუგოშვილი მის თანამოაზრეებთან ერთად კიდევ ერთი ფრაქციის შექმნას გეგმავს.


close დახურვა