ქართული ოცნებისგან მოტყუებული კოორდინატორი. სახელისუფლებო პარტიამ სოფელ თაიაში მცხოვრები აქტიური აგიტატორი საარცევნოდ ამუშავა, სოციალურ შემწეობასა და სამშენებლო მასალებს დაჰპირდა, მაგრამ პირობები არ შეუსრულა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ამ სოფელში არა ერთ ადამიანს შეხვდებით, რომელიც ოცნებამ გადააგდო. მხარდაჭერის სანაცვლოდ ახლა ადგილობრივებს უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრება უწევთ.