ქართული ოცნების დეპუტატებს პარლამენტში შესვლა სირცხვილის დერეფნის გავლით უწევთ.
"სირცხვილია", "მონებო". - ამ შეძახილებით აცილებენ აქციის მონაწილეები დეპუტატებს შენობაში, სადაც ფრაქცია ქართული ოცნების სხდომაზე პრემიერმინისტრობს კანდიდატს, გიორგი გახარიას უსმენენ.
აქტივისტები 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ქართული ოცნების პარლამენტს და მათ მიერ დამტკიცებულ მთავრობას ლეგიტიმაცია არ აქვს.
"მაშინ, როცა პარლამენტის ლეგიტიმაცია არის 0-ის ტოლი, ისინი ცდილობენ, დაამტკიცონ მთავრობა, რომლის ლეგიტიმაციაც ასევე 0-ის ტოლია. დეპუტატები უბრალოდ ერთობიან და აგროვებენ ბიუჯეტის ვირთხების ახალ პლეადას". - თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა.