logo
ENG



ქართული ოცნების მხრიდან გახშირებულ კრიტიკას ელიტონ ენგელი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა

07 დეკ 201911:48
3 წუთის საკითხავი
 
91u3b309ln1u26s.jpg

წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. „ქართული ოცნების“ მხრიდან გახშირებულ კრიტიკას ელიტონ ენგელი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. მისი თქმით, კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით დგას და ყველაფერს გააკეთებს საქართველოში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად.

ელიტონ ენგელის განცხადების ტონი საკმაოდ მკაცრი იყო, მისი თქმით, NDI და IRI, არიან ის ამერიკული ორგანიზაციები, რომლებიც მსოფლიოში დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდასაჭერად მუშაობენ.

„ეს ორგანიზაციები მთელ რიგ პარტნიორებთან ერთად მუშაობენ დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდასაჭერად მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში ისინი მჭიდროდ მუშაობენ ფართო პოლიტიკურ სპექტრთან, მათ შორის მმართველ პარტია ქართულ ოცნებასთან და ოპოზიციურ პარტიებთან, ისინი არ ირჩევენ არც ერთ მხარეს და არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს საქართველოში განაგრძონ ისეთ ორგანიზაციებთან პარტნიორობა, როგორებიცაა NDI და IRI, რომ ხელი შეუწყონ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებებს, ჰქონდეთ უფრო დემოკრატიული სუვენერული და წარმატებული მომავალი“, - განაცხადა ელიტონ ენგელმა.


close დახურვა