ქართული ოცნების ოფისში დასაქმებულ კიდევ ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ "ფორმულას" პარტიის პრესსამსახურში უთხრეს.
მათი თქმით, კორონავირუსზე ტესტი 200 თანამშრომელს ჩაუტარდა.
გუშინ "ოცნებამ" განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც მათ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, დღეს კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თანამშრომლის კონტაქტში მყოფი 5 პირია ინფიცირებული.