logo
ENG



ქართული ოცნების სამართალი - შაბათის ფორმულა

18 დეკ 202120:44
3 წუთის საკითხავი
 

ილია ჯიშკარიანი ქართული ოცნებიდან თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრია. განსაკუთრებული ყურადღება მან 2019 წელს მიიპყრო, როდესაც თავისივე მაჟორიტარული ბიუროს თანამშრომელმა ძალადობაში დაადანაშაულა. პროკურატურამ ბრალი წაუყენა და უკვე ორ წელიწადზე მეტია, ის საქალაქო სასამართლოს სხდომებს ბრალდებულის სტატუსით ესწრება. შაბათის ფორმულას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომლიც მიხედვითაც ილია ჯიშკარიანმა მუშაობა თბილისის მერიაში ან მის დაქვემდებარებაში არსებულ სხვა სტრუქტურაში დაიწყო. ამ ვერსიით მას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ქართული ოცნების სასარგებლოდ აგიტაცია და აქტიურობა დაუფასდა.


close დახურვა