logo
ENG



სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული საკრებულოს ყოფილი წევრი ილია ჯიშკარიანი უდანაშაულოდ ცნეს

20 მაი 202217:54
3 წუთის საკითხავი
clock 1847

სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ილია ჯიშკარიანს თბილისის საკრებულოში დეპუტატობის დროს, 2019 წლის 30 სექტემბერს ბრალი წარედგინა მისი თანაშემწის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებასა და ძალადობაზე.

ჯიშკარიანს ამავე წლის 11 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. მას აეკრძალა თამთა თოდაძესთან მიახლოება.


close დახურვა