2006 წელს რუსეთმა ქართულ ღვინოს ემბარგო დაუწესა. მიზანი ჩვენი მეღვინეებისთვის და ზოგადად ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის შექმნა იყო. თუმცა, ეს აკრძალვა საჩუქარი გამოდგა ქართული ღვინისთვის. მოხდა ბაზრის დივერსიფიცირება და ღვინის ხარისხმა აქამდე არნახულ დონეს მიაღწია. სახელმწიფო და უპირველესად ქართველი მეღვინეები და მევენახეები მრავალი წელია, ცდილობენ სოფლის მეურნეობის ამ დარგის განვითარებას, თუმცა ის პოლიტიკური მდგენელი, რომელიც რთველმა დეკადების განმავლობაში პოპულისტი პოლიტიკოსების გამო შეიძინა, დღემდე არ გამქრალა.
ქართული ღვინის პარადიგმა - დროება
18 სექ 202221:01
3 წუთის საკითხავი