ქართული ოცნება უკრაინაში წასვლაზე კვლავ ფეხს ითრევს, მაგრამ საზოგადოების კრიტიკის შემდეგ პოზიცია შეარბილა. ამაზე სავარაუდოდ გავლენა მოახდინა ოპოზიციის ინიციატივამაც, რომ თავად ჩავა ბუჩაში. უფრო მეტიც, პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებას სთავაზობენ, ერთიანი დელეგაცია შედგეს და ერთად გაემგზავრონ პარტნიორ ქვეყანაში.