logo
ENG



ქაცარავას თქმით, საოკუპაციო ხაზთან ახლოს რუსები ახალი იარაღით პატრულირებენ

02 მარ 202414:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/02/refsvtc5mbf98x5.jpg

ანტისაოკუპაციო მოძრაოიბის ლიდერის, დავით ქაცარავას თქმით, საოკუპაციო ხაზთან ახლოს რუსები ახალი იარაღით პატრულირებენ.

ქაცარავას ცნობით, საუბარია ანტიდრონზე, LPD – 801-ზე. ის რუსეთში შეიქმნა და მედიის ინფორმაციით, მტერი აქტიურად იყენებს უკრაინაში. მისი გამოყენებით შესაძლებელია დრონის ჩამოგდება, სანავიგაციო და WiFi სიგნალის ჩახშობის გზით.

"ჩვენი დღევანდელი პატრულირების დროს, დავაფიქსირეთ ოკუპანტების პატრული, რომელიც როგორც აღმოჩნდა, აღჭურვილი იყო უახლესი ანტიდრონის იარაღით. რომ არა აღნიშნული გარემოება, ორკების ამ გავლას ჩავთვლიდით რიგით, სტანდარტულ მოვლენად და თქვენი ყურადღების მიპყრობას არც კი შევეცდებოდით.

ამასობაში, დავადგინეთ ანტიდრონის იარაღის მოდელიც. ეს გახლავთ რუსული წარმოების LPD - 801, რომელიც წარმოადგენს ორკების ერთ-ერთ ბოლო მოდელს აღნიშნულ იარაღებში. საპატრულო ჯგუფს აქამდე არასოდეს ჰქონია პატრულირებაზე გამოტანილი LPD-801, რაც ასევე წარმოადგენს საკმაოდ მკვეთრ ცვლილებას ორკების საპატრულო წესდებაში.

ორკები ცალსახად ავითარებენ საკუთარ სამხედრო პოტენციალს საქართველოს ტერიტორიაზე, რაც მშვიდად ყოფნის საფუძველს წესით არ უნდა გვაძლევდეს", - წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში.


close დახურვა