logo
ENG



ქაცარავა: 40 წუთის განმავლობაში სპეცრაზმელებმა 4-ჯერ მცემეს უმოწყალოდ და გამეტებით

15 მაი 202414:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/15/a48ysswwr6iq6kr.jpg

დაახლოებით ნახევარი საათი, 40 წუთის განმავლობაში 4-ჯერ მცემეს უმოწყალოდ და გამეტებით სპეცრაზმელებმა. სპეციალური ხელთათმანები ეკეთათ, რომელზეც კასტეტის მაგვარი გამონაზარდები არის. ასეთი დარტყმებით ხდებოდა ჩემი ეგზეკუცია. გადაიღეს სურათები და თავის დამკვეთებს გადაუგზავნეს - მათი კერძო ინიციატივა არ იყო. ეს იყო შეკვეთილი ეგზეკუცია. რაც შეეხება თვითონ ოპერაციას, თვალბუდის ძვალი არის ჩამტვრეული, ჩამტვრეულია ასევე ზედა ყბა, სერიოზული ჰემატომები მაქვს თავზე, ტვინის შერყევა საკმაოდ მძიმე ფორმის. ჩატარდა ოპერაცია და ჩამიდგეს ე.წ. პლასტინა.


close დახურვა