![ქედაში მანქანა ხევში გადავარდა, დაშავებულია დედა-შვილი](/uploads/news/police3.jpg)
ქედაში მსუბუქი მანქანა გზიდან ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაშავდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.