რას აკეთებს საქართველოს მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ამ საკითხებზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ახალგაზრდებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით ესაუბრა. საქართველოს გაეროს ასოციაციის პროგრამის ახალგაზრდულ ჯგუფებს მინისტრთან კითხვების დასმის საშულება ჰქონდათ. ონლაინ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახალგაზრდების მოხალისეობრივ ჩართულობის მნიშვნელობას კრიზისის დაძლევის პროცესში.
„მიუხედავად შეზღუდულობისა და ჩაკეტილობისა რასაც ქმნის საოკუპაციო რეჟიმი განსაკუთრებით ცხინვალის მეშვეობით, ჩვენ შესაძლო ყველა ინსტრუმენტი, ვცდილობთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას დავეხმაროთ. დახმარებაში იგულისხმება კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებსა და პირებზე, ასევე რა თქმა უნდა ყველა იმ რესურსით მონაწილეობა, რომელიც გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას თუ ჩვენს დონორ ორგანიზაციებს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.