რეჟისორ ქეთი დოლიძის ინფორმაციით, მის შვილიშვილსა და მეგობრებს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წევრები გაეკიდნენ.
"ჩემი შვილიშვილი მოდიოდა, ჩემთან სახლში, ბაზალეთის ქუჩაზე! გამოეკიდა ვიღაც ჩოხოსანი, დააგდო ეზოში, ჩემს ეზოში! ეს რა მხეცობაა, ლუკას და ორ მის მეგობარს აი ესე უაზროდ გამოეკიდა ვიღაც მხეცი! აი ამას ვამბობ პროვიციალიზმი უკიდეგანო, აგრესიული პროვინციალიზმი თან! ვინ საიდან მოდის და მიდის უკვე არავინ იცის! ეს არის გაუნათლებლობა სიბნელე და უბედურება! საით მიდიხართ ხალხო? რა ხდება? ვინ გაგიჟებთ? ასე იცავთ "ქართველობას"?
რა აქვს ამ სიმხეცეს საერთო ღმერთთან, ან რწმენასთან, ან ადამიანობასთან???? ამას ვინ მართავს, ის არის ყველაზე დიდი დამნაშავე დღეს!!!" - წერს დოლიძე.
რუსთაველის გამზირზე დილიდან არიან ჰომოფობები და მოძალადეები, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, რამდენიმე სასტიკადაა ნაცემი. მათ სცადეს სირცხვილიას ოფისში შეჭრაც, დაარბიეს თბილისი პრაიდი ოფისი.