logo
ENG



"როდემდეეე?!?!" - ოქიტაშვილი და დოლიძე ღარიბაშვილზე ინფორმაციის გამო მედიის დასჯას ითხოვენ

10 სექ 202317:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/10/w6320sbkc57a0ru.jpg

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი და რეჟისორი ქეთი დოლიძე მედიის მიერ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე ინფორმაციის გავრცელების გამო მედიის დასჯას ითხოვენ.

ოქიტაშვილმა პარლამენტს მოუწოდა, სასწრაფოდ მიიღოს კანონი "ცილისწამების" შესახებ.

"საქართველოს პარლამენტს ‼️როდემდე‼️ ოდემდე‼️ მიიღეთ სასწრაფოდ კანონი ცილისწამების შესახებ‼️ რატო არ იღებთ ამ კანონს რატო⁉️ როდემდე უნდა გვეჯდნენ ეს სვავები, ჩვენი ქვეყნის მტრები თავზე‼️ როდემდე
უნდა დაგვცინონ როდემდე⁉️ მანამ ამ კანონს არ მიიღებთ, მუდამ ასე იქნება ამ ჯალათების მიერ ადამიანების ლაფში ამოსვრა და ოჯახების განადგურება", - დაწერა ოქიტაშვილმა, რომელსაც იქვე მიუწერა ქეთი დოლიძემ: "როდემდეეე?!?!?!".

გუშინ, 9 სექტემბერს Georgian Airways-ის დამფუძნებლმა, თამაზ გაიაშვილმა TV პირველთან თქვა, რომ ღარიბაშვილი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა. 

*სამთავრობო თვითმფრინავი კომერციულ ფრენებს არ ასრულებს. ნებისმიერ მსურველს ამ თვითმფრინავის დაქირავება და სარგებლობა არ შეუძლია. ტვ პირველის ცნობით, სამთავრობო თვითმფრინავის ფრენების ისტორიაში არ იძებნება მთავრობის წევრების გარდა, ამ თვითმფრინავით გარეშე პირების სარგებლობის არც ერთი ფაქტი. თვითმფრინავი, რომელიც ღარიბაშვილმა შვებულების დროს გამოიყენა, საქართველოს მთავრობას ეკუთვნის, ხოლო თვითმფრინავს ექსპლუატაციას Georgian Airways-ი უწევს.

ამავე სიუჟეტში ნაჩვენები იყო ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის ძვირადღირებული დაბადების დღე. მედიის ცნობით, დაბადების დღისთვის მასშტაბური კომპლექსი დახურეს.

7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა - მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.

დღეს, 10 სექტემბერს სტრატკომმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და ამტკიცა, რომ რეისი, რომლითაც მთავრობის მეთაური მიუნხენში გაემგზავრა, კომერციული იყო და მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.


close დახურვა