logo
ENG



ქვეყნის იზოლაცია - სპეციალისტები ოცნებაზე ევროპარლამენტარების კრიტიკას აფასებენ

17 თებ 202020:15
3 წუთის საკითხავი
 

კახი კალაძე ევროპარლამენტარებს ინფორმირებულობის ხარისხს უწუნებს. როგორც ჩანს, ევროპარლამენტარებთან წარუმატებელი შეხვედრების შემდეგ, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ევროპელი პოლიტიკოსების შეფასებები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ზედაპირულია. 

კალაძის თქმით, ევროპარლამენტარებს ცალმხრივი ინფორმაცია აქვთ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ გზით ივანიშვილის პარტიას ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავს და ბიძინა ივანიშვილის გუნდის რეაქციას ქვეყნის პარტნიორების კრიტიკაზე, შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყვეს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

როგორც მესამე სექტორში ამბობენ, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ინტერესებს საკუთარი ამჯობინა და სტრასბურგში დეკლარაცია ჩააგდო მხოლოდ იმიტომ, რომ დოკუმენტში ევროპარლამენტარებმა ოპოზიციის წინადადებები გაითვალისწინეს და უმწვავესი შესწორებები შეიტანეს.


close დახურვა