logo
ENG



ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტეს დღეს ლეიბორისტული პარტიის წევრებმა

06 ნოე 201917:32
3 წუთის საკითხავი
 
j7n0khiek0yle7h.png

ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტეს დღეს ლეიბორისტული პარტიის წევრებმა. ლიდერთან ერთად პარტიის წევრები სოფელ ოძისთან იმყოფებოდნენ, საიდანაც სულ რამდენიმე კილომეტრში ჩანს რუსული სამხედრო ბაზა.

შალვა ნათელაშვილმა საოკუპაციო ხაზთან მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, მიიღონ ლეიბორისტების მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი ,,ქართველი ერის მიმდინარე და ისტორიული გენოციდის შესახებ"

„ორი თვეა, დაკეტილი ქსნის ხეობა და არც ცოცხალს უშვებენ და არც მკვდარს. ცხოვრება გახდა სრულიად აუტანელი. პარლამენტში ჩვენ შევიტანეთ დადგენილება ,,ქართველი ერის მიმდინარე და ისტორიული გენოციდის შესახებ", ამის მიღება აუცილებელია იმიტომაც, რომ შეიქმნას საერთაშორისო ტრიბუნალი,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 


close დახურვა