logo
ENG



ქობულეთში ადგილობრივები ხელისუფლებას 20 ჰექტარი ტერიტორიის გასხვისებაში ადანაშაულებენ

06 ნოე 202217:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/06/75gg035xjz044uz.jpg

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში ადგილობრივები კუთვნილი მიწების დასაბრუნებლად დავას აგრძელებენ. ისინი ხელისუფლებას ზღვისპირა ზოლში, 20 ჰექტარი ტერიტორიის გასხვისებაში ადანაშაულებენ.

ადგილობრივებმა დღეს სასამართლოსთან მიმართვაც გაავრცელეს. მათი თქმით, ტერიტორია მათი წინაპრების საკუთრება იყო და ქონების მართვის სააგენტომ ისე გაასხვისა, რომ მათთვის აზრიც არ უკითხავთ.

"2012-2013 წელს სასამართლოს მივმართეთ და სასამართლომ არ მიიღო განხილვაში. ამბობენ, რომ ჩვენ დოკუმენტაცია არ გაგვაჩნია. ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, წინაპრებისგან დატოვებული. დღევანდელი იუსტიციის სახლიდან ამოღებული დოკუმენტები, რომელიც ასახავს ჩვენს კუთვნილებას აღნიშნულ ტერიტორიაზე," - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ადგილობრივები ინვესტორთან შეხვედრას მოითხოვენ და ამბობენ, რომ კომპანიას ადგილზე სამშენებლო სამუშაოების დაწყების შესაძლებლობას არ მისცემენ. ისინი ერთ კვირაში საპროტესტო აქციებს აანონსებენ.


close დახურვა