logo
ENG



ქობულეთში ადგილობრივებმა რკინიგზა გადაკეტეს, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

19 ივნ 202116:04
3 წუთის საკითხავი
 

ქობულეთში, ბობოყვათში ადგილობრივებმა რკინიგზა გადაკეტეს. 

ისინი იმ ტერიტორიის მათთვის დაბრუნებას და რეგისტრაციას ითხოვენ, რომელიც აჭარის მთავრობამ აუქციონზე გასაყიდად გაიტანა. 

ისინი ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების და მაჟორიტარი დეპუტატის მისვლას ითხოვენ. 

პოლიციამ ადგილზე რამდენიმე ადამიანი დააკავა და რკინიგზა ამ ფორმით გაათავისუფლა. 

ადგილზე მივიდა ქობულეთის პოლიციის უფროსი. არც მას და არც სხვა რამდენიმე ადამიანს, რომელიც თავს სამართალდამცველად აიდენტიფიცირებს, არ აცვია პოლიციის ფორმა. 


close დახურვა