წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავეებად ცნო. მათ ბრალად ედებათ ქრთამის აღება და ქრთამის აღებაში დახმარება.
წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს,გრიგოლ ივანეიშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ვაკის გამგებლის ყოფილ მოადგილეს, თეიმურაზ ჩოჩუას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა განესაზღვრა, 4 წელი კი პირობითი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა.