ქრისტიანული ეკლესიების ნაწილი დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. პანდემიის მიუხედავად, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებში, დღესასწაულთან დაკავშირებით, რიტუალი ტრადიციულად ჩატარდება.
დიდ ხუთშაბათს ეკლესიებში 12 სახარება იკითხება, ლიტურგიის შემდეგ ფეხთბანვის რიტუალი სრულდება. უცნობია, მიიღებს თუ არა რიტუალში მონაწილეობას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.