ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ 19-ის დადასტურებული დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს. შუახნის მამაკაცი კლინიკაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებიდან გადაიყვანეს.
ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით 24 პაციენტი მკურნალობს. 12-ს პნევმონია აღენიშნება, სამის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არა კრიტიკული. პაციენტებს შორის სამი მცირეწლოვანია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.