ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი არც ერთი პაციენტს არ დაუდგინდა. კლინიკაში დაკვირვების ქვეშ 12 მოქალაქეა, მათ შორის 2 წლის ბავშვიც, რომელიც იტალიიდან 1 კვირის წინ ჩამოიყვანეს.
მიუხედავად იმისა, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან 7 პაციენტის ნიმუშების პასუხი უკვე ჩამოსულია, მათ კლინიკიდან ვერ წერენ, რადგან რესპირატორული სიმპტომები ჯერ ისევ აღენიშნებათ და დაკვირვებას საჭიროებენ.
აღსანიშნავია, რომ კიდევ 5 პაციენტის პასუხს ჯერ ელოდებიან. მათი საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.