logo
ENG



ქუთაისის ინფექციურში მყოფი 4 პაციენტის ანალიზები დღეს გახდება ცნობილი

16 მარ 202011:42
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსუსთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, ამ დროისთვის 17 პაციენტი იმყოფება. 17-დან 13-ის ანალიზის პასუხი უარყოფითია და დღეს გადაწყდება ისინი გააგრძელებენ მკურნალობას კლინიკაში თუ მათ სახლში გაწერენ.

4 პაციენტის ანალიზების პასუხებს დღის ბოლომდე ელოდებიან. ყველა მათგანს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვთ. ოთხივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"სტაციონარში გვიწევს 17 პაციენტი. აქედან 13 ადამიანზე პასუხი უარყოფითია. გადაწყდება ვინც გადავა საკარანტინო ზონაში და ვინ აქ დარჩება. 4 ადამიანი ღამე შემოვიდა და მათ ასუხს დღის ბოლომდე ველოდებით", - განაცხადა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძემ. 

 

 


close დახურვა