კორონავირუსის ახალი შემთხვევა ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში დაფიქსირდა.
კლინიკის მთავარი ექიმის განცხადებით, 75 წლის პაციენტი მესტიიდან არის. ქალს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, რის გამოც ქუთაისის ერთ-ერთ ცხელების ცენტრში მოათავსეს.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად მას კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამ დროისთვის, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში "კორონავირუსის" დიაგნოზით, ორი პაციენტი მკურნალობს.
