logo
ENG



ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი ახალგაზრდა კაცს დაუდასტურდა

04 აპრ 202012:38
3 წუთის საკითხავი
clock 279

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. კლინიკაში 8 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებოდნენ, საიდანაც დადებითი მხოლოდ 1 აღმოჩნდა. 

როგორც ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი აცხადებს, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა, ის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მაღალი სიცხითა და პნევმონიით შემოვიდა. ახალგაზრდა მამაკაცს აქვს თურქეთში მოგზაურობის ისტორია. ის საქართველოში 4 დღის წინ ჩამოვიდა.

„გუშინ გვყავდა 7 პაციენტი კვლევაზე, აქედან 6-ის პასუხი არის უარყოფითი,  ერთი არის დადებითი. ახალგაზრდა მამაკაცი 4 დღის წინ თურქეთიდან შემოვიდა მოხვდა საკარანტინე ზონაში და 2 დღის წინ შემოვიდა სტაციონარში. შეიძლება ჩაითვალოს საშუალო სიმძიმის პაციენტად. ამ წუთში გვყავს 2 პაციენტი ალბათ დღის განმავლობაში კიდევ დაემატება“, - განაცხადა თემურ ნადირაძემ.

ეს ქუთაისში ინფიცირების მეოთხე შემთხვევაა, იმერეთში სულ კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 9 არის, აქედან კი 3 უკვე გამოჯანმრთელდა.

საქართველოს მაშტაბით სულ კორონავირუსის 156 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 28 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 5526 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 344.


close დახურვა