22 მილიონად ნაყიდი 60 ავტობუსი თითქმის ათასჯერ გაფუჭდა. სახელმწიფო მოხელეებს იმაზე 125-ით მეტი მანქანა ემსახურება, ვიდრე ეს რეკომენდირებულია. სამსახურის მანქანებში ისინი იმაზე მეტ საწვავს ასხამენ, ვიდრე ავზის მოცულობაა - ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია, იოსებ ხახალეიშვილის კორუფციული მერიის დარღვევებიდან. სახელმწიფო აუდიტმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ჩინოვნიკების ხარჯები შეისწავლა და ისეთი დარღვევები აღმოაჩინა, რომელიც რეალურად სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს - შაბათის ფორმულას რეპორტაჟი.