ქუთაისის საფეხბურთო სკოლის შენობაზე გადმოფენილი "ქართული ოცნების" დროშა საქართველოს დროშაზე სამჯერ დიდია.
პარტია "ლელო" საქართველოს წევრები სკოლაში გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ. ანა ნაცვლიშვილის თქმით, 400-მდე ბავშვი საფრთხის ქვეშაა, როდესაც ამ სკოლის მოედანზე ვარჯიშობს.
სამარცხვინოა ამ საფეხბურთო ბაზის სველი წერტილებიც. "ლელოს" ლიდერი მოითხოვს სკოლისა და მწვანე ზონის მოსაწესრიგებლად ბიუჯეტიდან თანხები სასწრაფოდ გამოიყოს.