ქუთაისში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურმა „ფორმულას“ დაუდასტურა.
მისი განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი კლინიკაში ცოტა ხნის წინ მიიღეს. საუბარია კაცზე, რომელსაც კორონავირუსი საფრანგეთში მოგზაურობის შემდეგ დაუდასტურდა.
ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსისგან 55 ადამიანი გამოჯანმრთელდა.