ქუთაისში, სარესტორნო ქსელ "ვენდისის" თანმშრომმელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თანამშრლებს გუშინ PCR-ტესტირება ჩაუტარდათ და ერთ-ერთი მათგანის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
ამ დროისთვის ობიექტი დაკეტილია, ხოლო თანამშრომლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
არსებული ინფორმაციით, ვენდისში 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომლები იმყოფებოდნენ და ვირუსიც, სავარაუდოდ, მათგან გავრცელდა.