logo
ENG



ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე დაკიდებული დროშა ქარმა ისევ დააზიანა

10 ოქტ 202012:58
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო დროშა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქარმა წაიღო, ქუთაისელებს დღეს ისევ დაზიანებული დახვდათ. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების უნიათობაზე და არაპროფესიონალიზმზე საუბრობს.

ნიკეას ქუჩაზე დროშის მოწყობას მერია 2 წელიწადზე მეტ ხანს ცდილობდა, თუმცა ამას ყველა ჯერზე სხვადასხვა გარემოება უშლიდა ხელს - ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს იყო ტენდერების ჩაშლა და ნიადაგის შეუსაბამობა.

ქუთაისის მერიას სპორტული სკოლის მიმდებარედ სახელმწიფო დროშის დგარის მოწყობა 49 959 ლარი დაუჯდა. დგარის მოწყობის სამუშაოები შპს "ნიუ იბერიამ" შეასრულა.

 


close დახურვა