logo
ENG



ქუთაისში აგრარული ბაზრის გახსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა

19 მაი 202014:41
3 წუთის საკითხავი
 

შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოვაჭრეები - ქუთაისში  ჭავჭავაძის პროსპექტზე არსებული აგრარული ბაზრის თანამშრომლებმა  აქცია გამართეს. დღეს მოვაჭრეებს გამოუცხადეს, რომ ბაზარი რემონტის გამო იკეტება. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ წლებია იქ მუშაობენ და დღეს ადმინისტრაციამ ისინი  შემოსავლის  გარეშე დატოვა, ზოგიერთი მათგანი 70 კი წელს გადაცილებულია. აქციის მონაწილეები ბაზრის გახსნას მოითხოვენ. ბაზრის ადმინისტრატორი ამბობს, რომ რემონტის შემდეგ ბაზარი გაიხსენა, მაგრამ კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს.

„გააჩერეს ბაზარი სამი კვირა იყო თუ ერთი თვე იყო საგანგებო მდგომარეობა გავჩერდით სახლში, მერე აღარ გააღეს ბაზარი მიზეზი არ ვიცი, ბაზარი არ ექვემდებარება სტანდარტებსო“,-აცხადებს აქციის მონაწილე.

აქციაზე იმყოფებოდა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავჯდომარე, გოგი წულაია, რომელმაც განაცხადა, რომ ბაზრის ადმინისტრაციის განცხადებით მოვაჭრეები ბაზარში რემონტის გამო ვერ ბრუნდებიან, თუმცა მისივე თქმით, ადმინისტრაციას ცნობა არ წარუდგენია.

დაბრუნდნენ როგორც კი გამოცხადდა გაღება, დაასუფთავეს დაალაგეს და უნდოდათ მუშაობის დაწყება, მაგრამ უთხრეს რომ რემონტი იწყება და არაო, ცნობა მომეცით არაო, სამუშაო არაო. მინდა მივმართო ხელისუფლებას არის თვითდასქმებული უნდა დაჯდეს ივაჭროს ამის ნებას, ვერ აძლევთ ფულს არ აძლევთ და აბა რა უნდა ქნან,-აცხადებს გოგი წულაია.


close დახურვა