ქუთაისში საავადმყოფოდან დაკარგული კაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ონკოლოგიური პაციენტი იყო და მას მეხსიერების პრობლემები ჰქონდა.
კლინიკა ქალაქისგან მოშორებითაა. სავარაუდოდ, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებასთან ახლოს მდებარე ტყეში შევიდა და იქიდან გამოსვლა ვერ მოახერხა.
როგორც ფორმულას შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.