ქუთაისში მყოფი ახალი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ახალგაზრდა კაცი კლინიკაში საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს. მანამდე მას ევროპაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი გოჩა გიორგიძე ამბობს, რომ ინფიცირებულს კონტაქტი ადამიანების მცირე ნაწილთან ჰქონდა, რომელთა შესწავლა რთული არ იქნება.
"არის დაკავშირებული ევროპაში მოგზაურობასთან. მისი კონტაქტები არის საკმაოდ ვიწრო, ამიტომ ამ კონტაქტების შესწავლა რთული არ არის. ეს პიროვნება იმყოფებოდა საკარანტინო სივრცეში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აღნიშნა გიორგიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქარტველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების სულ 81 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 11 პაციენტი უკვე განიკურნა.