logo

ქუთაისში ოთარ კახიძის ოფისს ქვები ესროლეს და ბანერი დააზიანეს

clock 0 clock 116 clock 13 ოქტ 202016:50

ქუთაისში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ კახიძის, ოფისს ქვები ესროლეს და ბანერი დააზიანეს.

სათვალთვალო კამერების ჩანაწერში ჩანს, როგორ ესვრის ახალგაზრდა კაცი ბანერს აგურს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. 

ოთარ კახიძის განცხადებით, ხელისუფლება მსგავსი ქმედებების ჩამდენ პირებს არ სჯის, რაც ნიშნავს, რომ ახალისებს მათ. ოპოზიციონერის თქმით, პოლიციას დამნაშავის იდენტიფიცირება არ უნდა გაუჭირდეს.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა