ამ წუთებში ქუთაისში ოპოზიციისა და სამოქლაქო აქტივისტების მიერ მასშტაბური მსვლელობა იწყება. მსვლელობა ორი საათი გაგრძელდება. პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ მათ ერთადერთი მოთხოვნა აქვთ - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს.
ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება. დღევანდელი აქცია დაიწყება კიკვიძის ბაღიდან და დასრულდება ქუთაისის ადგილობრივი მუმნიციპალიტეტის ეზოში.
შეგახსებთ, რომ მმართველმა გუნდმა დაპირება არ შეასრულა და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო.
ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს საპროტესტო აქციები. მოთხოვნა ერთია - ჩატარდეს არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ არჩევნები 2020 წელს შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.