logo
ENG



ქუთაისში რუსული კანონის საწინააღმდეგოდ პერმანენტული აქციები იმართება

19 აპრ 202420:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/19/xjkvrph24z8p28u.jpg

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ სტუდენტები, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს მართავენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონი მიუღებელია არამხოლოდ არასამთავრობო სექტორისა და მედიაორგანიზაციებისათვის, არამედ, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისათვისაც.

მათი თქმით, რუსული კანონი საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, ასევე სიტყვის თავისუფლებას საქართველოში.

პარალელურად მესხიშვილის თეატრში იმართება თბილისის "სამეფო უბნის თეატრის" სპექტაკლი "მოახლეები" ბაია დვალიშვილის, ნატო მურვანიძისა და ნინო კასრაძის მონაწილეობით. სამივე მსახიობი გუშინ თეატრის კიბეებთან შეუერთდა მესხიშვილის თეატრის მსახიობის, ანა კოხრეიძის პროტესტს.


close დახურვა