logo
ENG



ღარიბაშვილი: გვაქვს კარგი ინიციატივა, გვინდა დავიწყოთ მსხვილი ქალაქების სრული რეაბილიტაცია

06 თებ 202314:04
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა მსხვილი ქალაქების სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. მისივე თქმით, ურბანული განახლების პროექტები 10 რეგიონსა და ქალაქში ჩატარდება.

"ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ინიციატივა, წელსვე გვინდა დავიწყოთ 10 ქალაქსა და 10 რეგიონში მსხვილი ურბანული განახლების პროექტი, რაც გულისხმობს მსხვილი ქალაქების სრულ რეაბილიტაციას. ჩვენ შევარჩიეთ ტურისტებისთვის ყველაზე მეტად პოპულარული ქალაქები, როგორიცაა: ბორჯომი, ბაკურიანი, წყალტუბო, მესტია, ყაზბეგი, ქუთაისი, ბათუმი და ა.შ. დეტალურ პროგრამას ძალიან მალე წარმოგიდგენთ და ამის თაობაზე ბატონი ირაკლი ქარსელაძის სამინისტრო მუშაობს აქტიურად და რამდენიმე ხანში წარმოვადგენთ ამ გეგმას", - თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა აკეთებს ყველაფერს, "რათა ქვეყანაში დადებითი დინამიკა შენარჩუნდეს".

"მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანაში დადებითი დინამიკა იყოს შენარჩუნებული, ეს ტემპები კიდევ უფრო უნდა შევინარჩუნოთ და მეტად დავაჩქაროთ ყველა მიმდინარე პროექტი და ჩვენი მოლოდინია, რომ წელსაც უნდა გვქონდეს ძალიან წარმატებული წელი", - თქვა ღარიბაშვილმა.


close დახურვა