logo
ENG



ღარიბაშვილი: ვერ ვიტყვი, რომ რამე საფრთხე გვემუქრება, უკრაინისთვის კი რუსეთი დიდი საფრთხეა

23 თებ 202222:54
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: ვერ ვიტყვი, რომ რამე საფრთხე გვემუქრება, უკრაინისთვის კი რუსეთი დიდი საფრთხეა
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, არ აქვს იმის თქმის საფუძველი, რომ საქართველოს საფრთხე ემუქრება. 

პრემიერმინისტრმა რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ ეს საფრხთე "უკვე განხორციელდა 2008 წელს". 

"ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, არ მაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება. საფრთხე უკვე განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში 2008 წელს, ეს იყო ის ომი, რომლის თავიდან აცილებაც ვერ მოახერხა წინა ხელისუფლებამ. 

თავად უკრაინისთვის კი, რუსეთი ძალიან დიდი საფრთხეა. მე მართლაც ძალიან განვიცდი იქ მიმდინარე მოვლენებს. მოგეხსენებათ, მე უკრაინაში ვიყავი ვიზიტით აგვისტოს თვეში, მქონდა ძალინ კარგი შეხვედრები და აბსოლუტურად მესმის მათი მდგომარეობა". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 


close დახურვა