logo
ENG



ღარიბაშვილი: ოპოზიციის პირდაპირი ვალდებულებაა პირველი რეკომენდაციის შესრულება

15 ნოე 202214:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/15/vsa2i6jr24bmjgs.jpg

მინდა აღვნიშნო, ამის თაობაზე ბატონო კომისარო მოგაწოდეთ ინფორმაცია სექტემბრის თვეში, როცა ბრიუსელში ვიყავი, სამწუხაროდ, ყველა აქტორი არ არის ჩართული ამ პროცესში. არ არის ჩართული ოპოზიცია, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა პირველი რეკომენდაციის შესრულება, ესაა დეპოლარიზაცია და ჩვენ ნათლად ავხსენით, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია თუ მათი მხრიდან არ იქნება ანალოგიური მზაობა თანამშრომლობის. მას შემდეგ რაც 12-ვე რეკომენდაცია გადმოგვეცა, დაახლოებით ერთ კვირაში პარლამენტი გამოვიდა ინიციატივით, წარადგინა საკუთარი გეგმა, როგორ ვასრულებთ ამ პრიორიტეტებს. იქვე გავუხსენით კარგი ყველა აქტორს, ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას ვინც დაინტერესებულია ამ 12 რეკომენდაციის შესრულებით. 


close დახურვა