logo
ENG



ღარიბაშვილი: ქუთაისში განიხილება გაკეთდეს ტექნოპარკი, როგორიც არის ამერიკაში სილიკონ ველი

30 აპრ 202215:05
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: ქუთაისში განიხილება გაკეთდეს ტექნოპარკი, როგორიც არის ამერიკაში სილიკონ ველი

განვიხილავთ აქტიურად, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობაში და მის მიმდებარედ შეიქმნას ტექნოპარკი. რაც მისცემს საშუალებას ჩვენს ახალგაზრდებს, მათ შორის ადგილობრივებს, რომ დასაქმდნენ. ამას მინდა მივაბა, IT სპეციალობების კურსები და გადავამზადოთ ათასობით ადამიანი. მე არ მინდა წინასწარ საუბარი, მაგრამ ვინაიდან მკითხეთ, მინდა გითხრათ, რომ ქუთაისში განვიხილავთ, მათ შორის, ტექნოპარკის გაკეთებას. მათ შორის, არის შემოთავაზებები მსხვილი ჯგუფებისგან, ებრაული კომპანიები არიან და სხვებიც, რომლებიც განიხილავენ და აქვთ სურვილი... რომ შეიძლება მანდ გაკეთდეს უნიკალური, რომ იტყვიან, რეგიონში არა, საერთოდ ძალიან თვალსაჩინო ტექნოლოგიური პარკი, ტექნოპარკი, როგორიც არის სილიკონ ველის მსგავსი ამერიკაში.


close დახურვა