logo
ENG



ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხანძრები "ქვეყნის შიგნით დესტრუქციულმა ძალებმა" გააჩინეს

29 აგვ 202214:03
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხანძრები "ქვეყნის შიგნით მოქმედმა დესტრუქციულმა ძალებმა" გააჩინეს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამას გამოძიება დაადგენს.

"ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა განცდა იმისა, რომ, შესაძლოა, ეს [ხანძრები] ზოგიერთი ადამიანის დაუდევრობით იყო გამოწვეული, შეიძლება ზოგადად ძალიან დიდი სიცხის გამო იყო გამოწვეული.

არის ვერსიები, რომ, შესაძლოა, იყოს რაღაც გარკვეული დივერსიაც, არაფერი არ არის გამორიცხული. გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს. ჩვენ არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია, ვინაიდან ვიცით რა ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და მათი ეს დივერსიული მიდრეკილებები, არაფერია გამორიცხული, ამიტომ გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს და ყველა ვერსიაზე უნდა გასცეს ამომწურავი პასუხი და ვიცი, რომ ასეც იქნება", - თქვა ღარიბაშვილმა.


close დახურვა