logo
ENG



ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა

09 აპრ 202410:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/09/637k03dsk835gxm.jpg

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მმართველი პარტია ავრცელებს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას.

"ირაკლი ღარიბაშვილმა რობინ დანიგანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მხარდაჭერისთვის და აგრეთვე, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის არაერთი მიმართულებით.

პარტიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი კონსტიტუციით არის განსაზღვრული და ეს კურსი შეუქცევადია. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა