logo
ENG



ღარიბაშვილმა კახეთში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენაზე კვლავ "სისხლიან 9 წელზე" ისაუბრა

10 აგვ 202011:21
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილმა კახეთში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენაზე კვლავ "სისხლიან 9 წელზე" ისაუბრა

თავდაცვის მინისტრმა და მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე კვლავ წინა ხელისუფლებაზე და "სისხლიან 9 წელზე" ისაუბრა.

მისი თქმით, "არ უნდოდა ამ თემაზე საუბარი", მაგრამ "თუ წარსულს დავივიწყებთ, კვლავ იმავე საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით".

"2012 წელს სწორედ ასეთი არჩევანის წინაშე იდგა ქართველი ხალხი და მაშინ გამოჩნდა ადამიანი, კაცი, რომელმაც მობილიზება გაუკეთა სრულიად საქართველოს, ჩვენი პარტიის ლიდერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშივლმა თქვენთან ერთად, ოცნების მეომრებო, შეძლო შეუძლებელი და დაამარცხა მოძალადე, მკვლელი და მჩაგვრელი სისტემა.

ნამდვილად არ ვაპირებდი ამ თემაზე სასაუბროდ აქ მოსვლას, ვინაიდან ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ უკეთესი მომავლის შენებაზე, მაგრამ ჩვენ თუ დავივიწყებთ წარსულს, დადგება საფრთხე იმისა, რომ კვლავაც ჩვენი მოსახლეობა და ქვეყანა დადგეს დიდი განსაცდელის წინაშე, რომელიც სულ რაღაც 12 წლის წინ ჩვენ ყველამ გამოვცადეთ. 

ტრაგედია, 2008 წლის აგვისტოს ომი არის ის დიდი ტკივილი, უბედურება, რომელიც სააკაშვილის მჩაგვრელმა ხელისუფლებამ ვერ აარიდა ჩვენს ღირსეულ ხალხს. ხელისუფალი და ის გუნდი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდეს ჩვენი ქართული ძირძველი ტერიტორიის დაკარგვას და ოკუპაციას, ის არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას", - თქვა ღარიბაშვილმა.


close დახურვა