logo
ENG



ღირსეული ადამიანის ღირსეული გადაწყვეტილება ოხანაშვილი ზარდიაშვილის წასვლას აფასებს -

07 ოქტ 201917:36
3 წუთის საკითხავი
 
i6cmg3a2xgdqewr.jpg

ღირსეული ადამიანის ღირსეული გადაწყვეტილება, - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ზარდიაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას.

„პატივს ვცემ ასეთ გადაწყვეტილებას, ეს არის ვანო ზარდიაშვილის არჩევანი,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით, განაცხადი შემდეგ კვირას დარეგისტრირდება და პარლამენტი იმსჯელებს. რაც შეეხება მის ადგილმონაცვლეს, სიაში 50-ე არის ირაკლი ზარქუა, რომელიც ამჟამად საკრებულოს დეპუტატია. დატოვებს თუ არა ის დეპუტატობის მანდატს და გადაინაცვლებს თუ არა საკანონმდებლო ორგანოში, მომავალ კვირას გაირკვევა.

 

ავტორი: მარტა ქურაზბედიანი


close დახურვა