logo
ENG



ღუდუშაური: მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს

29 ივნ 202313:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/29/79ahr1vq349xbue.png

ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ ძალადობა მიუღებელია, თუმცა მიშა მშვილდაძეს "ფოკუსის გასწორებისკენ მოუწოდებს".

"რა თქმა უნდა ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი, ხაზს ვუსვამ - ყოველგვარი. და ამაში იგულისხმება მათ შორის, მაგ ცრუპენტელას განცხადებები, როდესაც თავის ტელევიზიას იყენებს იმისთვის, რომ ხალხზე იძალადოს. ნუ დაავიწყდება, რომ ესეც ძალადობაა, როცა უშვერი სიტყვებით ლანძღავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას, ეხება ქვეყნის ღირსებას, ბუნებრივია, ეს რისკები მან უნდა გაზომოს. ჩვენთვის ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ყოველგვარი ძალადობა და როცა ის ძალადობს და იმუქრება, რომ თურმე სასწაულებს ჩაიდენს და გააღრმავებს უფრო ამ ლანძღვა გინებას, მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს", - თქვა ღუდუშაურმა.

27 ივნისს მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. მშვილდაძის თქმით, მას სახეში მუშტი დაარტყეს, შემდეგ წაიქცა და სანამ წამოდგებოდა, თავდამსხმელი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა.

მეორე დღეს სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ მშვილდაძეს თავს ის დაესხა. ეს შემთხვევა ჰგავს ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას, როცა ასევე სოციალურ ქსელში კონკრეტულმა ადამიანმა, სოსო მაისურაძემ მსგავსი შინაარსის და სტრუქტურის აღიარებითი პოსტი დაწერა და ოპოზიციონერზე თავდასხმა რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლა. 

გუგეშაშვილი გუშინ დააკავეს. 


close დახურვა