ყაზახეთის ხელისუფლება ალმათის აეროპორტთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავ ყუთს რუსეთს გადასცემს. სწორედ მოსკოვში გაშიფრავენ ლაინერ „ფოკერ 100-ის“ საბორტო ჩანაწერებს.
სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტის ექსპერტს ყაზახეთში დღეს ელოდებიან. დღესვე ქვეყანაში გლოვის დღეა. მოსახლეობა ავიაკატასტროფის დროს დაღუპული ადამიანების ხსოვნას მიაგებს პატივს.
გუშინ გამთენიას მომხდარ ტრაგედიას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი კი დაშავდა. გამოძიება ლაინერის ჩამოვარდნის ვერსიებად ტექნიკურ გაუმართაობას, პილოტების შეცდომასა და უამინდობას ასახელებს.